Website is working in a trial mode

(Old version)
  • For Students
    left arrow
  • For applicants
    left arrow
  • research
  • Alumni
  • International
  • Innovation Center
  • geo
    facebook
    youtube
    twitter icon
    linkedin icon

    ელექტრონულ ბიბლიოთეკებსა და სამეცნიერო ბაზებზე წვდომა

    ძვირფასო სტუდენტებო,
     
    გაცნობებთ, რომ ელექტრონულ ბიბლიოთეკებსა და სამეცნიერო ბაზებზე წვდომა აგრეთვე შესაძლებელია უნივერსიტეტის მიღმა. გთხოვთ, გაეცანით წვდომის მოკლე გზამკვლევს, რომელიც ასევე აერთიანებს ზოგიერთი ქართული თუ უცხოენოვანი სამეცნიერო ბაზების, ელექტრონული რესურსების ჩამონათვალს.
     
    ელექტრონულ ბიბლიოთეკებსა და სამეცნიერო ბაზებზე წვდომის ტექნიკური უზრუნველყოფისათვის იხელმძღვანელეთ წინამდებარე ინსტრუქციებით:
    1. წვდომის ინსტრუქცია;
    2. თსუ ელ. მისამართის პარამეტრების ცვლილების ინსტრუქცია.
     
    საკონსულტაციო შეხვედრები გაიმართება 22 და 29 სექტემბერს, 18:00 საათზე. შეხვედრა ჩატარდება „ზუმის“ ონლაინ პლატფორმის გამოყენებით, რომლის რეკვიზიტები გამოგზავნილია შეტყობინების სახით და განთავსებულია LMS.TSU.GE-ის სასწავლო ბაზის „საინფორმაციო დაფაზე“.
     
    კითხვების არსებობის შემთხვევაში, დაუკავშირდით იურიდიული ფაკულტეტის ინტერნაციონალიზაციისა და სამეცნიერო კვლევების სამსახურის თანამშრომელს, ანა თოხაძეს ელ. მისამართზე: ana.tokhadze@tsu.ge
     
    გისურვებთ წარმატებულ და ნაყოფიერ სასწავლო სემესტრს!